კარლო ანჩელოტის პსჟ და „რეალი“ ერთმანეთს ფინალში რომ დაპირისპირებოდნენ არავის გაუკვირდებოდა. მადრიდელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს პარიზში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პსჟ-სთან გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„კარგი წინათგრძნობა მაქვს და თავდაჯერებულნი ვართ. რთული მატჩი გველოდება ძლიერ მეტოქესთან. ჩვენს მსგავსად ტურნირის მოგება პარიზელებსაც სურთ. ეს თამაში ფინალში რომ შემდგარიყო არავის გაუკვირდებოდა. ტურნირიდან პსჟ-ს გამოთიშვა გვსურს.
პსჟ-ში გატარებული დროს საუცხოოდ მახსენდება. იქ მუშაობა ფანების გამო მომწონდა. პოჩეტინო ძალიან კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზეწოლის ქვეშაა. გამარჯვება მნიშვნელოვანია. ჩვენ ტოპ-შეხვედრა გველოდება. ვფიქრობ, ორივე გუნდი ზეწოლის ქვეშაა. ჩვენთვის პსჟ-სთან თამაში რთული იქნება, ისევე როგორც მათთვის ჩვენთან. ეს ასეთი მატჩებია. ბევრი ფიქრი საჭირო არაა. კარგად უნდა მოვემზადოთ, ზეწოლას გავუმკლავდეთ და მოვითმინოთ. ერთადერთი რაზეც უნდა ვიფიქროთ ჩვენი მაქსიმუმის ჩვენებაა, რასაც მოვახერხებთ. მწვრთნელისთვის ასეთი მატჩებისთვის მომზადება რთული არაა. დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებს ასპროცენტიანი მოტივაცია აქვთ. კარგი გეგმა უნდა შევიმუშავოთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდები ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ. გეგმის შედგენა როგოც ჩემთვის, ასევე პოჩეტინოსთვის რთული არ იქნება. უდავოა, რომ ლეო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც პსჟ-ს და კლუბის ფანებს ბევრ სიხარულს მიანიჭებს. როგორც ყოველთვის იმას გააკეთებს რაც იცის. თუმცა, ტრავმებისა და თითქმის ყოველ თვე ნაკრებში გამოძახებს გამო, მისი ადაპტაციის პერიოდი გახანგრძლივდა. მესი თავს არასოდესს იმართლებს ისევე როგორც ჩვენ. მას „ბარსელონას“ გარდა არსად უთამაშია. კლუბის გამოცვლისას ეს ბუნებრივი პროცესი უნდა გაიარო და ახალ ადგილს შეეჩვიო.
ტრავმები, ადგილის შეცვლა, პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტის არქონა ნიშნავს, რომ გუნდთან შეგუების პერიოდი იზრდება და ამიტომ, მესის საუკეთესო ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდა“ – ციტირებს პოჩეტინოს უეფას ვებგვერდი“ – იუწყება ანჩელოტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





