ყაზანის “რუბინის” მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას მუხლი აწიხებს. მან ამის შესახებ დღეს თურქულ შეკრებაზე სამარას “კრილია სოვეტოვთან” (5:0) მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელიც ქართველმა გარემარბმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მოედანი პირველი ტაიმის დასრულებამდე დატოვა.
“კვარაცხელიას მუხლი აწუხებს და ამიტომ, მან მხოლოდ მეორე საკონტროლო თამაში ჩაატარა. ეს ტრავმის ისეთი სახეობაა, რომელიც პერმანენტულია. მისი ასე უბრალოდ ერთ წამში მორჩენა შეუძლებელია. ძალიან ბევრი ფეხბურთელს პრობლემური სახსარი ან მყესი აქვს, რის გამო, მთელი კარიერის განმავლობაში ტკივილით თამაშობს. ამ შემთხვევაში “კვარა” ამ დისკომფორტში ყოფნა უნდა ისწავლოს” – აღნიშნა სლუცკიმ.





