ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

0
93

თბილისის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელი, ილია დათუნაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სწორედ დათუნაშვილის სახელს უკავშირდება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება. 1964 წლის 18 ნოემბერს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის “ოქროს მატჩში” დათუნაშვილმა მოსკოვის “ტორპედოს” კარში ორი გოლი გაიტანა და “დინამოს” ისტორიაში პირველ ჩემპიონობაში (4:1) დიდი წვლილი შეიტანა.
1966 წლის სეზონში ილია დათუნაშვილი 20 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.