ლუკა გუგეშააშვილი აგდამი “ყარაბაღში” მეორე მატჩი ჩაატარა. აზერბაიჯანის თასის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში აგდამელები სტუმრად “კეშლას” შეხვდნენ და 6:0 გაანადგურეს. ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში რომელიც აგდამელებმა სახლში 1:0 მოიგეს. “კეშლაში” ორი ტაიმი ჩაატარა ქართველმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა.
გუგეშაშვილი პოლონეთის “იაგიელონიამ” “ყარაბაღში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, თუ აზერბაიჯანელებს სურვილი ექნებათ ქართველ გოლკიპერს შეიძენენ.





