საქართველოს 14 წლამდელ კალათბურთელთა კლუბებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2008” ესტონეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში იასპარეზებს. აღნიშნული ტურნირი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე ჩვენმა გუნდმა 2 წრე და ჯამში 10 შეხვედრა გამართა, რომელთაგან 6 მოიგო და 4-ში დამარცხდა.
ახლა კი მესამე წრისა და გადამწყვეტი 5 მატჩის ჩატარების დროა, რის შემდეგაც უნდა გაირკვეს, გავა თუ არა “საქართველო 2008” პლეი ოფში. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა.
“საქართველო 2008” ტალინში 5 მატჩს შემდეგ გუნდებთან და ამ თარიღებში გამართავს:
ვეფ (ლატვია) – საქართველო 2008 – 11 თებერვალი, 13:30
საქართველო 2008 – tartu (ეტონეთი) – 11 თებერვალი, 18:00
DSN (ლატვია) – საქართველო 2008 – 12 თებერვალი, 11:00
საქართველო 2008 – BS რიგა (ლატვია) – 12 თებერვალი , 17:00
ტტუ (ესტონეთი) – 13 თებერვალი, 14:00
(მითითებულია თბილისის დროები)






