თბილისის „დინამომ“ თურქულს შეკრებაზე მე-6 დანიის „რანდერსთან“ ჩაატარა, რომელიც ფრედ დასრულდა.
შეხვედრის მე-17 წუთზე კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსმა ლეგიოენრმა დმიტრი ანტილევსკიმ დააწინაურა, რომელიც „დინამოს“ ზამთარში შეუერთდა და სადებიუტო გოლი გაიტანა. თბილისელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. დანიელებმა ანგარიში 67-ე წუთზე პენალტიდან იონსენის დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს. “დინამოს” 86-ე წუთზე უხეშობისთვის ტოგოელი მცველი საიმომ ბენიო გაუძევეს.
„დინამომ“ შეკრებაზე საყაიმო ანგარიშით მესამედ ითამაშა, ხოლო ბოლო სპარინგს 15 თებერვალს უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორთან“ გამართავს.
“დინამო” (თბილისი) – “რანდერსი” 1:1 (1:0)
“დინამო”: პრიეტო, მალი, ბენიო, ხვადაგიანი, კალანდაძე, პაპავა, მოისწრაფიშვილი, ოსეი, კირკიტაძე, გაბედავა, ანტილევსკი.
შეცვლაზე შევიდნენ: კამარა, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ბილენკი, იაკობიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
“რანდერსი”: კარლგრენი, კალესი, პისინგერი, გრავესი, კოპლინი, გრავესი, კოპლინი, კეჰინდე, ლაუენბორგი, ბერგ იონსენი, ტიბლინგი, ვიტო, კამარა.
მთავარი მწვრთელი: ტომას ტომასბერგი.
გოლები: 1:0 ანტილევსკი (19), 1:1 ბერგ იონსენი (პენ) (79)
გაძევება: ბენიო (86)





