“ტორპედოს” შეკრებაზე სპარინგ-პარტნიორი შეეცვალა

0
32

ხვალ თურქული შეკრების მესამე ამხანაგური მატჩი გაიმართება.1 0 თებერვალს დაგეგმილი მატჩი ესტონეთის ჩემპიონ “ლევადიასთან”, სადაც ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, ჩაიშალა. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო ესტონური გუნდი შეხვედრას ვეღარ ატარებს. გამომდინარე აქედან “ტორპედო” დანიურ “ოდენსეს” შეხვდება. თამაში თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.