ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის A ლიგაში კიდევ ერთი გოლ გაიტანა. მე-7 ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის შინ „მელბურნ სიტისთან“ 2:4 დამარცხდა.
მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:3 აგებდა პენალტი გაიტანა. მან თავი ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიტანა. საერთო ჯამში, მიქელთაძემ თავის სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 7 სეზონში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
„ნიუკასლ ჯეთსი“ 8 ქულით ავსტრალიის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.





