ლევან შენგელიამ “ლუვენში” გადასვლის შემდეგ თავისი მესამე გოლი გაიტანა. ბელგიის უმაღლესი დივიზიონის 26-ე ტურში “ლუვენი” სტუმრად “ოსტენდეს” შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
საქართველსო ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში მესამედ მოხვდა და თავიც გამოიჩინა. მან სტუმრები 34-ე წუთზე დააწინაურა, როდესაც პარტნიორის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყიფმა ერთი შეხებით “ცხრიანში” გაიტანა, ხოლო 85-ეზე შეცვალეს. “ლუვენიდან” მე-2 გოლი 48-ე წუთზე კაბამ მიითვალა, ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთი ადრე კი თავი მუსა ალ-ტამარმა გამოიჩინა, რომელმაც შენგელია შეცვალა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე არპინოს ანგარიშზეა.
შენგელია ბელგიის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს და 14 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. “ლუვენი” 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.





