პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა მიმდინარე წლის ზაფხულში თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, იუწყება ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური.
გერმანელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელებს ესაუბრა და გადაწყვიტა არ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლოს უმთავრდება.
54 წლის შმიდტი პსვ-ს 2020 წლის მარტიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით ეინდჰოვენელებმა 2021 წელს ნიდერლანდების სუპერთასი მოიგეს.
ამჟამად, შმიდტის გაწვრთნილი გუნდი ერედივიზიონში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „აიაქსს“ 2 ქულით ჩამორჩება.





