„ლოკომოტივს“ ძებნიაური დაუბრუნდა, გაბაძე და სამურკასოვი რჩებიან

0
62

თბილისის „ლოკომოტივში“ ნახევარმცველი თორნიკე ძებნიაური დაბრუნდა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ის 2018-2020 წლებში თბილისელთა რიგებში გამოდიოდა, ხოლო შარშან თანაქალაქელ „საბურთალოში“ თამაშობდა.
გუნდში რჩებიან მცველი გიორგი გაბაძე და ნახევარმცველი დავით სამურკასოვი, რომლებიც წლებია „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავენ. კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო დედაქალაქელთა შემადგენლობაში ფეხბურთელთა დიდმა ჯგუფმა დატოვა, რომელთა მსგავსად წასვლად გაბაძე და სამურკასოვიც აპირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრეს.