“დილამ” მალელი ლეგიონერი დაიმატა

0
69

21 წლის მალელი შემტევი ჰაჯი დრამე კარიერას ,,დილაში” განაგრძობს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მისი ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, თუმცა თამაში შეუძლია როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე.
დრამდე “დილას” ესტონური  ,,პაიდედან” შეუერთდა, რომლის რიგებშიც 2 სეზონის განმავლობაში 43 თამაში ჩაატარა 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჰაჯი დრამეს მალის 20 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 1 გოლია, 17 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში კი 11 მატჩში 6 ბურთის გატანა შეძლო.