Pro ლიცენზიის კურსანტები “დინამოს” შეკრებაზე

0
60

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის სასწავლო კურსის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით,  თბილისის “დინამოს” თურქული შეკრების პირველ ეტაპს რამდენიმე კურსანტი ტუტორთან ერთად ესწრებოდა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ზვიად ჯელაძემ, მიხეილ აშვეთიამ, რევაზ გოცირიძემ და ხვიჩა შუბითიძემ სავარჯიშო პროცესთან ერთად, თვალი კახა ცხადაძის გუნდის ორ ამხანაგურ შეხვედრასაც ადევნეს.