დედაქალაქურმა “საბურთალომ”, რომელიც შეკრებას თურქეთში აგრძელებს, დღეს ამხანაგური მატჩი რუმინეთის ლიგა-2-ის ბინადარ “ჰერმანშტადთან” გამართა და 0:1 დამარცხდა. მოწინააღმდეგემ ჩვენი კარი მე-12 წუთზე აიღო.
პირველ ნახევარში შორი მანძილიდან ძლიერად ოთო მამაგეიშვილმადაარტყა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა კარს. მეორე ტაიმში მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმაითამაშა საიმედოდ, როდესაც ნახტომში რთულად ასაღები ბურთი მოიგერია. ერთ-ერთ ეპიზოდში კი მოწინააღმდეგემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. საბოლოოდ 1:0, რუმინელების სასარგებლოდ.
მორიგ შეხვედრას “საბურთალო” 4 თებერვალს უზბეკეთის “ნასაფთან” გამართავს.
პირველი ტაიმი: მეგრელიშვილი, უბილავა, კაკუბავა, გურეშიძე, მამაცაშვილი, ქარდავა, ო. მამაგეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე, ქავთარაძე, გულიაშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ:იაშვილი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, გოჩოლეიშვილი, გეგუჩაძე, გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე, შ. ნონიკაშვილი.





