ლევან მჭედლიძე: „კოვიდი გადავიტანე, თავს კარგად ვგრძნობ“

0
82

ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გუნდს შეკრებაზე გვიან შეუერთდა, რადგან კოვიდი გადაიტანა. მან კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს.
ლევან მჭედლიძე: „კოვიდის გამო გუნდს შეკრებაზე ოთხი დღით გვიან შევუერთდი. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.მგონი  ფიზიკურად ცხოვრებაში თავი ასე კარგად არ მიგრძვნია და იმედია, ყველაფერი ასე გაგრძელდება.
პირველი ეტაპი გავიარეთ რაც მნიშვნელოვანი იყო. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია ამხანაგური თამაშებით ფორმაში შესვლა, რადგან მარტო ვარჯიში საკმარისი არაა. ბევრი ფეხბურთელი დაგვემატა და სპარინგების შეთამაშებისთვის აუცილებელია. მომავალი 4 თამაში, რომელიც შეკრებაზე დაგვრჩა მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩავატარებთ.