„დინამოს“ პირველი მარცხი შეკრებაზე

0
64

თურქულ შეკრებაზე თბილისის „დინამო“ ბულგარეთის ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონს დაუპირისპირდა და თანაბარ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
კახა ცხადაძის გუნდს საწყის 15 წუთში დიდი უპირატესობა ჰქონდა და გოლის გატანა 3-ჯერ შეეძლო – თავის გამოჩენის შანსი მექვაბიშვილს, ბენიოს და ბარნს ოსეის ჰქონდათ. ამის შემდეგ დინამოს კარი აღების შანსი რაზგრადელებს ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ შესვენებამდე გოლი არ გასულა.
„ლუდოგორეცმა“ ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ბენიო საკუთარი საჯარიმოდან პასს თანაგუნდელს აძლევდა, მაგრამ ბურთი შტეფან ბაჯიმ ჩაჭრა და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე საპასუხო ბურთი გიორგი გაბედავამ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ქართველ ფორვარდზე თამაშგარე დააფიქსირა.
ცხადაძის გუნდმა შეკრებაზე მესამე სპარინგი ჩაატარა და ჯერ არ მოუგია. მანამდე, „დინამო“ უკრაინის „ლვოვს“ (0:0) და სერბეთის „ნაპრედაკს“ (1:1) დაუზავდა.
ლუდოგორეცის წინააღმდეგ გამართული შეხვედრით დინამო თბილისმა თურქული შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა. გუნდი უახლოეს დღეებში დაისვენებს და 5 თებერვლიდან საწვრთნელი პროცესი კვლავ ბელეკში განახლდება.
“​დინამო” (სასტარტო შემადგენლობა): კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, ოსეი, კამარა, გაბედავა, ბილენკი.
შეცვლაზე შევიდნენ: ნოდარ ლომინაძე, გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი