პოლონეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
23

პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. პორტუგალიელი პაულუ სოუზას ნაცვლად, რომელიც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ სამუშაოდ „ფლამენგოში“ წავიდა, პოლონელებს ჩესლავ მიხნევიჩი გაუძღვება. მან პოლონეთის ფეხბურთელის ფედერაციასთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გააფორმა და მისი ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა გაგრძელდება. 51 წლის პოლონელ სპეციალისტს სამშობლოში არაერთი გუნდი გაუწვრთნია, ხოლო გასულ სეზონში ვარშავის „ლეგიას“ ხელმძღვანელობდა.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პოლონელები პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთს დაუპირისპირდებიან.