შოთა არველაძე: „იმედია, მომავალ მატჩებს უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ“

0
49

შოთა არველაძეს ეიმედება, რომ „ჰალ სიტი“ მომავალ მატჩებში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს, ვიდრე ეს „სუონსისთან“ მოახერხა.
მან ამის შესახებ „ჰალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრის მერე განაცხადა, რომელშიც შინ „სუონსი“ 2:0 დაამარცხა.
„საუცხოო გრძნობა მაქვს. ვინმეს ამ სცენარის დაწერა რომ შემოეთავაზებინა, სწორედ ასე დავწერდი. იმედია თამაშს ასეთი სულისკვეთებით განვაგრძობთ, ხოლო მომავალ შეხვედრებს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ. პირველ ტაიმში საუცხოოდ ვუტევდით, ხოლო მეორეში თავი კარგად დავიცავით. ბიჭებმა საოცარი ხასიათი და დისციპლინა აჩვენეს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოთამაშეები მყავს. მატჩის მეორე ნახევარში ცოტა უკან დავიხიეთ და ეს უნდა გამოვასწოროთ, რომ ასე „ღრმად“ არ ჩავჯდეთ. გუნდთან ურთიერთობისთვის მხოლოდ ერთი მქონდა და ამ დროის განმავლობაში ბევრს ვერ ნახავ ან გააკეთებ. თუმცა, აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები უკეთესები გახდნენ. თუმცა, ჩვენ იმის კომფორტი არ გვაქვს, რომ მოვდუნდეთ და ამას ვეტყვით ბიჭებს ორშაბათს როდესაც შევხდები“ – განაცხადა არველაძემ თამაშის შემდეგ.