გასული წლის აგვისტოში ქართული კლუბების ასოციაცია დაფუძნდა, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს ,,სამგურალია”. ასოციაციის თავჯდომარედ “სამგურალის” პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი აირჩიეს
. თავდაპირველად ასოციაცია ხუთ კლუბს აერთიანებდა ( ,,დინამო” თბილისი, ,,ლოკომოტივი” თბილისი, ,,საბურთალო”, ,,სამგურალი” და ,,გაგრა”), ახლახანს მას კიდევ სამი კლუბი: ბათუმის ,,დინამო” , ქობულეთის ,,შუქურა” და ,,რუსთავი” შეუერთდა.

თუ რა გეგმები აქვს ქართული კლუბების ასოციაციას, რა მიზნისთვის შეიქმნა ის და რა კუთხით თანამშრომლობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ამის შესახებ იაშვილი “სამგურალის” პრესსამსახურს ესაუბრა.
– რამ განაპირობა საფეხბურთო კლუბების ასოციაციის დაარსების აუცილებლობა?
– პროფესიული კლუბების ასოციაციები ევროპაში წარმატებით საქმიანობენ, გვინდა მათი გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ და ერთობლივად გადავწყვიტოთ ისეთი საკითხები, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო იქნება. საქართველოში საფეხბურთო კლუბების ასოციაციის დაფუძნების მიზანი ქართული კლუბების ინტერესების დაცვა, განვითარება, გაძლიერება და მათთვის ისეთი გარემოს შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში ეროვნული ლიგის პროგრესს შეუწყობს ხელს.
გასულ ჩემპიონატში არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, რისი გამოსწორებაც გუნდებს ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით შეგვიძლია. ამისთვის, მეტი კომუნიკაცია და ჩართულობაა საჭირო. მაგალითად იყო მოედნების პრობლემა, სხვა საკითხებიც, კლუბებმა ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი და მოვძებნოთ პრობლემების გადაჭრის გზები.
–ბუნებრივია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო კომუნიკაცია გექნებათ?
-გვქონდა საინტერესო შეხვედრები და მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან. გვინდა აქტიურად ჩავერთოთ ფონდის ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდება. ვფიქრობთ, ჩვენი ჩართულობით ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება. ჩვენი აზრით, ახალ პროგრამაში მთავარი პრიორიტეტი ბავშთა ფეხბურთის განვითარება უნდა იყოს.
– საფეხბურთო კლუბების ასოციაციის შექმნა, პროფესიული ლიგის ჩამოყალიბების წინაპირობა ხომ არ არის?
– აღნიშნულ საკითხზეც გვქონდა საუბარი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულია, რომ პროფლიგა ჩამოყალიბდეს, ვმუშაობთ ფინანსებისა და სპონსორების მოძიებაზე, გვინდა რომ ფეხბურთის განვითარებისთვის მეტი თანხები მოვიძიოთ და პროფესიული ლიგა ჩამოვაყალიბოთ. ეს ქართული ფეხბურთისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. უახლოეს მომავალში ალბათ, ქუთაისის ,,ტორპედო” და ,,ვიტ ჯორჯიაც” შემოგვიერთდებიან. საბოლოოდ, კი სავარაუდოდ, ასოციაციაში ყველა კერძო კლუბი გაერთიანდება.
– სხვა გეგმებზე რას გვეტყვით?
-გვაქვს საინტერესო იდეები, რისი განხორციელებაც ახალი საფეხბურთო სეზონიდანაც შეიძლება. იცით, რომ ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლიაციას ახორციელებს. ჩვენი ჩემპიონატი საკმაოდ ყურებადი გახდა, გულშემატკივრები მატჩებს აქტიურად ადევნებენ თვალს. ჩვენი იდეაა ,,სილქ TV” ზე გაკეთდეს საფეხბურთო არხი, რომელიც მთლიანად ეროვნულ ლიგას მიეძღვნება და მატჩების ტრანსლირებას კიდევ უფრო მაღალ ხარისხში მოახდენს.
– ,,სამგურალზეც” ვისაუბროთ, გუნდი ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება, ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა, რამდენად კმაყოფილი ხართ თამაშის ხარისხით?
– ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ და დიდი დატვირთების ფონზე გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ორივე მატჩი მოვიგეთ, რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ საკონტროლო მატჩებს სხვა დატვირთვა აქვს, ჯერ მზადების პირველ ეტაპზე ვართ, მწვრთნელები ტაქტიკურ სამუშაოებს ატარებენ, შემადგენლობებიც ექსპერიმენტალურია. რამდენიმე დღეში გუნდი მიემგზავრება ანთალიაში, სადაც 4 ან 5 საკონტროლო მატჩს გავმართავთ.
მწვრთნელების თხოვნით, სპარინგებისთვის ძლიერი მეტოქეები შეირჩა. უკვე გარკვეულია სამი მეტოქე. ძალიან კარგი გუნდია ,,კოლოსი” რომელიც უკრაინის სუპერლიგაში ასპარეზობს. ასევე, ვორონეჟის ,,ფაკელი”, ვორონეჟელები რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოს არიან და კარგი შემადგენლობაც ჰყავს, ,,ფაკელის” თამაშები ვნახეთ – წამყვან რუსულ კლუბებთან და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე ძლიერი გუნდია დანიური ,,ჰელსინგორი”, რომელიც პირველი ლიგის ლიდერია. კიდევ ორი მეტოქე ადგილზე გაირკვევა. მოკლედ, ანთალიაში კარგი სპარინგები გველოდება. გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და კარგად მოემზადება.