ქავთარაძე კარიერას „ყუბანში“ განაგრძობს

0
12

ბექა ქავთარაძე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით კლუბსს შეიცვლის. rodgor-vlg.ru-ს ინფორმაციით, ვოლგოგრადის „როტორის“ 22 წლის თავდამსხმელის თავის რიგებში ხილვა კრასნოდარის „ყუბანს“ სურს. ქავთარაძემ მიმდინარე სეზონში რუსეთის რანგით მეორე ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში „ნიჟნი ნოვგოროდში“ გამოდიოდა და 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
„ყუბანს“ 24 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა – ერთი ქულით ასწრებს მე-17 პოზიციაზე მყოფ „როტორს“.