თბილისის „ლოკომოტივმა“ კლუბიდან წარმოშობით მაროკოელი, მაგრამ ნიდერლანდების მოქალაქე ომარ ულად იმრანის წასვლა დაადასტურა. 24 წლის ფეხბურთელმა „ლოკომოტივში“ ბოლო 2 სეზონი გაატარა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
rodgor-vlg.ru-ის ინფორმაციით, იმრანი თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებაზე მყოფ ვოლგოგრადის „როტორში“ ვარჯიშობს, რომელიც რუსეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის. ვოლგოგრადელთა რიგებში „თელავის“ ყოფილი კაპიტანი მცველი ილია ბერიაშვილი და თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე თამაშობენ.





