მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა

0
51

ყატარში მიმდინარე წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა. აზიის შესარჩევი ციკლის A ჯგუფსი მე-7 ტურში ირანმა შინ ერაყი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. მასპინძლებიდან ერთადერთი ერთადერთი გოლი მატჩის 48-ე წუთზე „პორტუს“ თავდამსხმელმა მეჰდი ტარემიმ გაიტანა. ირანი 19 ქულით 6-გუნდიან ჯგუფს ლიდერობს და მუნდიალის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე მოიპოვა. ირანი მეორე აზიური გუნდია, რომელიც მსოფლიო პირველობის საგზურის მფლობელი გახდა. ყატარი როგორც მასპინძელი ტურნირში შესარჩევი ციკლის გარეშე მონაწილეობს. ირანი მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს, ხოლო არსებობის ისტორიაში – მეექვსედ.
აღსანიშნავია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ ერაყთან მატჩზე დასწრების უფლება ირანელ ქალებს მისცეს.