მიქაუტაძის გუნდის ზედიზედ მე-7 მარცხი, შენგელიას მცირე დრო დაუთმეს

0
45

„სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მე-7 თამაში წააგო. 23-ე ტურში სერენელები „სენტ-ტრიუდენს“ ესტუმრნენ და 1:3 წააგეს.
მასპინძლები მე-40 წუთზე ჰაიაშიმ დააწინაურა, ხოლო 44-ე წუთზე ნადრანიმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე, ბრულსმა პენალტიდან სტუმრების კარი კიდევ ერთხელ აიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ჰარამ საბოლოო წერტილი დასვა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი ვერც ამჯერად გამოიჩინი, მხოლოდ 47-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათით შემოიფარგლა. „სერენი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე არიან.
„ლუვენი“ გასვლაზე „ბეერსხოტს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი ლევან შენგელია თადარიგში იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო. „ლუვენი“ 26 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
„გენტი“ „შარლერუას“ ეწვია და დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძე გენტელთა განაცხადში ისევ არ იყო.