კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელმა გორის “დილამ” რუსთავის საფეხბურთო ცენტრში ამხანაგური შეხვედრა ელიტაში დაბრუნებულ ბოლნისის “სიონთან” ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა.
ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 58-ე წუთზე ანგარიში ნიკა ხორხელმა გახსნა, 70-ე წუთზე კი, ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჩაგანავამ გამოიჩინა თავი. გორელებმა, 84-ე წუთზე, ლომთაძის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირეს. მატჩის მიწურულს ჩიბოტამ თავისი შანსი გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დაასრულა. ჩიბოტა კონგოელი ნახევარმცველია და გუნდში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხს “დილას” მთავარი მწვრთნელი უკრაინელი ანდრეი დემჩენკო უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.
“დილა” (პირველი ტაიმი):ბულისკირია ჩიტეიშვილი სანტოსი ჭიჭინაძე ახალაძე მოსიაშვილი გაგნიძე დრამე კაპანაძე მაქაცარია ღუდუშაური.
მეორე ტაიმი: ასათიანი პაპიაშვილი ცეცხლაძე ხუბულური ლომთაძე ღაღანიძე სანაშვილი მუბარაკი ლუკასი ჩიბოტა გეგელაშვილი.
“სიონი” (პირველი ტაიმი): სეფიაშვილი, ჯაფიაშვილი, გადრანი, ნემსაძე, მაჩაიძე, ბენგალა, გაბისკირია, ციცქიშვილი, სიჭინავა (კაპ), ტაბატაძე.
მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, ჯაფიაშვილი (უგრეხელიძე ლაშა 60′), სეხნიაშვილი, ნემსაძე (ტვილდიანი 60′), კორიფაძე, ბენგალა (უგრეხელიძე გიორგი 60′), გაბისკირია (მესიაჩენკო 60′), ციცქიშვილი (ჩაგანავა 60′), ხორხელი ნიკა (ღამბარაშვილი 60′), სიჭინავა (კაპ) (რაფაელო 60′), ტაბატაძე (კვერნაძე 60′);
