ქუთაისის „ტორპედოდან“ კიდევ 8 ფეხბურთელი გაუშვეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით ახალი გუნდის მოძებნა ალეკ მუდიმუს, სამუელ ინკუმს, ლევან წოწონავას, დავით ასათიანს, გიორგი აბზიანიძეს, ოთარ კვერნაძეს, დმიტრი რეკიშსა და ლუკა ქაფიანიძეს მოუწევთ.
„ტორპედო“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით თურქეთის ქალაქ ბელეკში ემზადება. შეკრების პირველი ეტაპი მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპზე ქუთაისელები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.





