გოგა ბითაძე – 13 ქულა, 9 მოხსნა და მოგება “გოლდენ სტეიტთან”

0
69

„ინდიანა პეისერზმა“ NBA-ის რეგულარულ სეზონში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. გოგა ბითაძის გუნდი „ლეიკერსთან“ გამარჯვების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდა და კალიფორნიელები ოვერტაიმში 121:117 დაამარცხა.
რიკ კარლაილს დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის პარკეტზე გამოყვანა არ შეეძლო, რადგან ორივე კალათბურთელი ტრავმირებულია, ამიტომ, გოგა ბითაძემ მეტი სათამაშო დრო მიიღო. ქართველმა მეფარემ 31 წუთი ითამაშა და ამ დროში 13 ქულის, 9 მოხსნის (4 შეტევაში), 5 შედეგიანი გადაცემის და ერთი დაფარების (სტეფ კარის დაუფარა) დაგროვება მოახერხა.
მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, რომელშიც „ინდიანა“ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა.
შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერზი“ 23 იანვარს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.