ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე წელი გამარჯვებით დაიწყო, თურქეთის ქალაქ ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა გია გეგუჩაძის შეგირდებმა ამხანაგური მატჩი პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერ პოზნანის „ლეხთან“ ჩაატარეს და მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
მატჩის მე-14 წუთზე, პოლონელებიდან ანგარიში პენალტიდან რამირესმა გახსნა. 26-ე წუთზე ბათუმელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ველდემ ვერ გამოიყენა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი გამოიყენა. 59-ე წუთზე პოზნანელთა კარი თორნიკე გაფრინდაშვილმა აიღო და საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონმა მეტოქეს 2:1 აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.
განვლილ შეხვედრაში ბათუმელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ალავიძე, კობახიძე (კ). აზაროვი, აზაცკი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, რადინი, მამუჩაშვილი, დენკოვიჩი, ზარია, ფლამარიონი.
„დინამოში“ დებიუტი სერბ ნახევარმცველ მილან რადინს და მის თანამემამულ ფორვარდ სტეფან დენკოვიჩს ჰქონდათ.
23 იანვარს ბათუმელები კიდევ ერთ პოლინურ გუნდს გდანსკის “ლეხიას” შეხვდებიან, ხოლო 27 იანვარს ჩერნოგორიის “რუდარს” დაუპირისპირდებიან.
