მიუნხენის „ბაიერნის“ მსგავსად გერმანიის თასს დორტმუნდის „ბორუსიაც“ გამოეთიშა. 1/8-ფინალში დორტმუნდელები სტუმრად მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ზანქტ-პაულის“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. მასპინძლები მე-4 წუთზე ამენიდომ დააწინაურა, ხოლო მე-40 წუთზე ავტოგოლი „ბორუსიას“ ბელგიელმა ნახევარმცველმ აქსელ ვიცელმა მიითვალა.
58-ე წუთზე დორტმუნდელთა ნორვეგლემა ბომბარდირმა ერლინგ ჰოლანდმა პენალტი გამოიყენა. მან გერმანული კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 78 მატჩში 79 გოლი გაიტანა. 2021 წელს გერმანიის თასი სწორედ „ბორუსიამ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ლაიფციგი“ 4:1 დაამარცხა.
2011 წლის შემდეგ პირველად თასის ფინალში არც „ბაიერნი“ ითამაშებს და არც „ბორუსია“. მაშინ, გელზენკირხენის „შალკემ“ „დუისბურგი“ 5:0 გაანადგურა. გარდა ამისა, 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად, მიუნხენელებმა და დორტმუნდელებმა ნახსენები ტურნირის 1/4-ფინალსაც ვერ მიაღწიეს. ცნობისთვის, მიმდინარე გათამაშებში „ბაიერნი“ 1/16-ფინალში მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ 0:5 წააგო.