მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანსისკო „პაკო“ ჰენტო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ესპანური გრანდის პრესსამსახური.
ჰეტო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშა, რომელიც ჩემპიონთა ლიასი 6-ჯერ მოიგო და ექვსივე შემთხვევაში წარმატებას „რეალის“ მაისურით მიაღწია.
მან მადრიდელთა შემადგენლობაში 1953-1971 წლებში ყველა ტურნირში 606 მატჩი ჩაატარა და 182 გოლი გაიტანა. ჰენტომ ესპანეთის ნაკრებში 43-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.
ის 12-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 2-ჯერ ესპანეთის თასი მოიგო, ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. ჰენტო გარდაცვალებამდე „რეალის“ საპატიო პრეზიდენტი იყო.