საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივს” ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის. მან გია ჭიაბრიშვილი შეცვალა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში შექმნილი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო თანამდებობა დატოვა.
ჭაღიაშვილი 10 წელიწადზე მეტია რაც “ლოკომოტივში” მუშაობს. ის 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილამდე თბილისელთა მთავარი მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, ჭაღიაშვილს სხვადასხვა დროს “ლოკოს” თავკაცების ასისტენტად უმუშავია.
“ლოკომოტივის” აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი იქნება, რომელსაც თავის დროზე ანალოგიურ თანამდებობაზე თბილისის “დინამოში” უმუშავია.
მთავარი ნიუსი ჭაღიაშვილი “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა