საქართველომ ტაჯიკეთი გაანადგურა – ელისანდროს პოკერი და ვილიანის სადებიუტო გოლი

0
16

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სტარტამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ტაჯიკეთთან ჩაატარა.
ავთო ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ ჩატარებული პირველი სპარინგის მსგავსად, აზიელები ისევ დაამარცხა. შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულნა ბრაზილიელმა ელისანდრომ გახსნა. ცოტა ხანში არჩილ სებისკვერაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. ამას ტაჯიკებიდან იდრის იოროვის გოლი მოჰყვა. მე-11 წუთზე მასპინძლები კიდევ ერთმა ბრაზილიელმა თალესმა უფრო წინ გაიყვანა, ხოლო რამდენიმე წამში ელისანდრომ დუბლი მიითვალა. მე-12 წუთზე თორნიკე ბუკიას გადაცემის შემდეგ თავი ნიკოლოზ კურტანიძემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 8 წუთში ელისანდრომ ჰეთ-თრიქი მიითვალა. 32-ე წუთზე, ვილიანმა საქართველოს ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა, ხოლო მცირე ხანში ელისანდრომ პოკერი გაიფორმა. 33-ე წუთზე ბუკიას პასის მერე გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა, სამ წუთში კი, კურტანიძემ თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა. საქართველოს ნაკრებიდან წერტილი ირაკლი თოდუამ დასვა – 10:1.
ასათიანმა ისევ დაასვენა ნატურალიზებული ბრაზილიელები რონინიო და ბრუნო პეტრი, რომელთაც მიკროტრავმები აწიხებთ.
საქართველოს ნაკრები 19 იანვარს გრონინგენში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება, სადაც D ჯგუფში მოხვდა.
22 იანვარი | გრონინგენი
საქართველო – აზერბაიჯანი
26 იანვარი | გრონინგენი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
29 იანვარი | გრონინგენ
საქართველო – ესპანეთი

საქართველოტაჯიკეთი 10:1 (4:1)
საქართველო: ბუკია, შაგინია, თალესი, სებისკვერაძე, ელისანდრო.
სათადარიგოები: კუპატაძე (კ), ჯამბურია, თოფურია, ღავთაძე, კეკელია, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ვილიანი.