ლევანდოვსკის 300 გოლი ბუნდესლიგაში, „ბაიერნის“ ახალი რეკორდი

0
36

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში მიუნხენის „ბაიერმა“ სტუმრად „კიოლნს“ 4:0 მოუგო, ხოლო პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან მიუნხენელთა მაისურით ბუნდესლიგაში 300 გოლი გაიტანა და მხოლოდ ლეგენდარულ აწ გარდაცვლილ გერ მიულერს ჩამორჩება, რომელმაც კარიერის მანძილზე მეტოქეთა კარი 365-ჯერ აიღო. 33 წლის ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 შეხვედრაში თავი 34-ჯერ გამოიჩინა.
განვლილ შეხვედრაში „ბაიერნის“ ფორვარდმა თომას მიულერმა 2 საგოლე პასი შეასრულა. მის ანგარიშზე ბავარიელთა შემადგენლობაში გატარებული 14 სეზონის მანძილზე 150 საგოლე გადაცემაა და გერმანელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში მხოლოდ პსჟ-ს არგენტინელ შემტევ ლიონელ მესის (180 პასი) ჩამორჩება.
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში ზედიზედ 66-ე მატჩში გაიტანა და ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა.