ნანი იტალიის სერია A-ში დაბრუნდა

0
49

პორტუგალიელი გარემარბი ნანი კარიერას იტალიის სერია A-ში განაგრძობს. 35 წლის ფეხბურთელმა „ვენეციასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ნანი ბოლოს MLS-ში „ორლანდო სიტის“ რიგებში გამოდიოდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.
ნანიმ კარიერაში საუკეთესო პერიოდი ინგლისურ გრანდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც 2007-2015 წლებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 230 მატჩში 40 გოლი გაიტანა. მან მანჩესტერელებთან ერთად პრემიერლიგა 4-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 4-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ერთხელა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ მოიგო.
ნანის იტალიის ჩემპიონატში მანამდეც უთამაშია – 2017-2018 წლებში „ვალენსიამ“ „ლაციოში“ გაანათხოვრა, სადაც 25 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ნაბ 2006-2017 წლებში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისური 112-ჯერ მოიგო და 24 გოლი მიითვალა.
„ვენეციას“ 17 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.