მესი: “კოვიდისგან გამოჯანმრთელების პროცესმა სავარაუდოზე მეტი დრო წაიღო“

0
41

ლიონელ მესის კორონავირუსის დასამარცხებლად იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდა. მან ამის შესახებ თავისი ინსტაგრამის გვერდზე დაწერა:
„როგორც იცით კოვიდი მქონდა და მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველა შეტყობინებისთვის რომელიც მივიღე. მინდა ვთქვა, რომ გამოჯანმრთელების პროცესმა იმაზე მეტი დრო წაიღო ვიდრე ვვარაუდობდი. თუმცა, ახლა თითქმის მოვმჯობინდი და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები. ბოლო დღეებში ვივარჯიშე, რომ სათამაშო ფორმა ასი პროცენტით აღვიდგინო. წელს დიდი გამოწვევები გველოდება. იმედია, მალე შევხვდებით“.
ESPN-ის ინფორმაციით არგენტინელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და 15 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ში „ბრესტთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, 34 წლის ფეხბურთელი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 28 იანვარს ჩილესთან, ხოლო 1 თებერვალს კოლუმბიასთან ჩასატარებელ თამაშებში არგენტინის ნაკრებს დააკლდება.