„ლივერპულმა“ კაცნაკლულ „არსენალს“ ვერ მოუგო

0
53

ინგლისის ლიგის თასის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში „ლივერპულმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო და დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს 24-ე წუთზე გრანიტ ჯაკა გაუძევეს, რომელმაც დიოგო ჟოტას ფეხი მკერდში ჩაარტყა, იურგენ კლოპის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს. სხვათა შორის, ჯაკამ „არსენალში“ თამაშის პერიოდში წითელი ბარათი მეხუთედ მიიღო.
მერსისაიდელების ბურთის ფლობის პროცენტი 77,4 იყო, მაგრამ ამის მიუხედავად მასპინძლებმა კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელ მოახვედრეს. „ლივერპულმა“ ბოლო 6 შეხვედრიდან ძირითად დროში მხოლოდ ერთი მოიგო – მე-3 დივიზიონის „შრუსბერისთან“. ამასთანავე კლოპის გუნდმა ლიგის თასის 1/4-ფინალში „ლესტერს“ პენალტების სერიაში აჯობეს (3;3, 5:4), ხოლო კიდევ 4 შეხვედრიდან „ლივერპულმა“ 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ლივერპულში 20 იანვარს ჩატარდება.