მარტვილის „მერანი“ 8 ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს მეკარე გიორგი ბეგაშვილთან ერთად, მინდვრის მოთამაშეები: თენგიზ თოლორდავა, ზურაბ ენდელაძე, ცოტნე მესხი, დავით ჯიქია, ბაქარ ლაღაძე, ვასილ გოგოლიძე, ნიკოლოზ ხარაბაძე წავიდნენ.
“მერანი” ხვალ მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
მთავარი ნიუსი მარტვილის „მერანიდან“ 8 ფეხბურთელი წავიდა