ფადი ზიდანი „ტორპედოდან“ წავიდა

0
62

პალესტინელი ფორვარდი ფადი ზიდანი ქუთაისის „ტორპედოდან“ წავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია თავის ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. მან „ტორპედოში“ 2021 წლის სეზონის გაატარა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზიდანმა პალესტინის ეროვნულ გუნდში გასულ წელს 2 შეხვედრა ჩაატარა. მან 2014-2015 წლებში თავის ქვეყნის 23-წლამდელთა ნაკრებში 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.