გიორგი მიქაძე: „კლუბის ხელმძღვანელებს ამბიციური გეგმა აქვთ“

0
75

წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით 8 იანვარს პირველი წვრთნა 26 მაისის სახელობის სტადიონზე ჩაატარა. 9 დეკემბრიდან გუნდი დღეში 2-ჯერ ივარჯიშებს.
„სამგურალის“ თავკაცმა 15 იანვარს ორმხრივი თამაში დაგეგმა. წყალტუბოელები 22 ამხანაგურ შეხვედრას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანთან“ ჩაატარებენ. იანვრის ბოლოს მეორე საკონტროლო მატჩიც იგეგმება.
3 თებერვალს გუნდი ორკვირიან შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
,,დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. გუნდში კარგი კონტიგენტია შეკრებილი. კლუბის ხელმძღვანელებს ამბიციური გეგმა აქვთ. მოსამზადებელ ეტაპს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ” – განაცხადა მიქაძემ „სამგურალის“ ოფიციალურ ვებგვერდთან.
წყალტუბოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა 24 წლის მცველ გაგა გაზდელიანს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „გაგრაში“ გაატარა. მას ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზეს და სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს.