კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-16 ტურში „აპოლონი“, სადაც რევაზ ინჯგია გამოდის, სტუმრად აეკ-ს შეხვდა და უქულოდ დარჩა. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
შესვენების შემდეგ მატჩის განახლებიდან ოთხ წუთში რომომ მასპინძლები დააწინაურა. 51-ე წუთზე სტუმართა შეტევის დროს ინჯგიამ ერთი შეხებით დაუგორა ბურთი შპოლიარიჩს, რომელმაც საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. 54-ე წუთზე ქართველი შემტევი ნახევარმცველი შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ მან „აპოლონის“ სასტარტო შემადგენლობაში კვიპროსის ჩემპიონატში პირველად ითამაშა. 59-ე წუთზე შპოლიარიჩმა ავტოგოლი მიითვალა და საბოლოოდ, აეკ-მა სამი ქულა აიღო.
ინჯგიამ, რომელიც გუნდის სეზონის წინ შეურთდა საერთო ჯამში ჩემპიონატში 7-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილმა „აპოლონთან“ კონტრაქტი გასულ თვეში გაწყვიტა და ახალ კლუბშ ეძებს.
