ლუკა გუგეშაშვილი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აგდამის „ყარაბაღმა“ ქართველი მეკარე პოლონეთის „იაგიელონიადან“ 6 თვის ინათხოვრა. აზერბაიჯანულ კლუბი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, სურვილი შემთხვევაში 22 წლის მეკარის კონტრაქტს პოლონელებისგან გამოისყიდის.
გუგეშაშვილი „იაგელონიაში“ 2017 წელს გადავიდა, მაგრამ ერთხელა არ უთამაშია. ის 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში იჯარით გორის „დილაში“ გამოდიოდა. მან 2019-2020 წლების სეზონის პირველი ნახევარი ესპანეთის „გრანადა II“-ში გაატარა. გუგეშაშვილმა „დილასთან“ ერთად ზედიზედ 2-ჯერ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბრინჯაოს მედლები მოიგო.
მთავარი ნიუსი „იაგელონიამ“ გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ გაანათხოვრა