შოთა არველაძე:“ჰალიდან“ შეთავაზება მაქვს და სამუშაო ვიზას ველოდები“

0
17

შოთა არველაძემ დაადასტურა, რომ „ჰალ სიტი“ ეპატიჟება და სამუშაო ვიზას ელოდება.
მან ამის შესახებ ქართულ იუთუბარხ youtube.com/watch?v=LfQ1bL4b908 ინტერვიუში განაცხადა. ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ჰალი“ ცოტა ხნის წინ თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა, რომელიც არველაძესთან მეგობრობს. “ჰალს” 24 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (26) ბოლო პერიოდში ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნიდა, რომელსაც ზედიზე 2-ჯერ უზბეკეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. მანამდე, ის თურქეთის „ქაისერისფორს“, „ქასიმფაშას“, თელ-ავივის  „მაქაბის“ და „ტრაბზონსფორს“ ავარჯიშებდა.
გარდა ამისა, არველაძემ აღნიშნა, რომ თავისი კავშირების მეშვეობით ამსტერდამის „აიაქსს“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ხვიჩა კვარაცხელია შესთავაზა. თუმცა, პასუხად მიიღო, რომ ეს კლუბები კვარაცხელიაში 15 ან 20 მილიონ ევროს არ გადაიხდიან, რადგან რეალურად საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ გარემარბის ფასი 9-12 მილიონი ევროა.