„არველაძე ტოპ-მწვრთნელია, მაგრამ გალიცკი სერიოზულ სპეციალისტს მუშაობის საშუალებას არ მისცემს“

0
51

რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო ფუნქციონერის ვალერი ოგანესიასნი თქმით, შოთა არველაძე ტოპ-მწვრთნელია, მაგრამ „კრასნოდარის“ მეპატრონე სერგეი გალიცკი სერიოზულ სპეციალისტს ნორმალურად მუშაობის საშუალებასს არ მისცემს.
„ჩვენ მოვისმინეთ გვარები – შოთა არველაძე, ჯესი მარში…უდავოა, რომ არველაძე ტოპ-მწვრთნელია, რომელსაც რუსეთის პრემიერ ლიგის ნებისმიერ კლუბში წარმატებით მუშაობა შეუძლია. თუმცა, ჩემი აზრით სერგეი გალიცკი სერიოზულ სპეციალისტს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ მისცემს. მას მიაჩნია, რომ ფეხბურთში სხვაზე ნაკლებად არ ერკვევა, რაც დიდი შეცდომაა.
გალიცკიმ საუცხოო ინფრასტრუქტურა შექმნა, რისთვისაც ქებას იმსახურებს, მაგრამ გუნდს ჯერ არაფერი მოუგია და უახლოეს მომავალში საეჭვოა, რომ წარმატებას მიაღწიოს. ვფიქრობ, გალიცკის სჭირდება ვინმე „კრასნოდარის“ აკადემიიდან, მუსაევის მსგავსი, რომელთან საერთო ენას მოძებნის“ – იუწყება ოგანესიანის ნათქვამს sport-express.ru.
“კრასნოდარი” მთავარი მწვრთნელის გარეშე მიმდინარე კვირაში ვიქტორ გონჩარენკოს გაშვების შემდეგ დარჩა და რუსული გუნდის გაძღოლის ერთ-ერთი კანდიდატი შოთა არველაძეა.