“საბურთალომ” თურქეთში შეკრება და სპარინგები დაგეგმა

0
49

გასულ წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მომგები “საბურთალო” მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისელმა ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხოლო 9 იანვრიდან ვარჯიშს შეუდგებიან.
“საბურთალო”, რომელსაც ლევან კორღალიძე წვრთნის, 29 იანვარს შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება, სადაც 12 თებერვლამდე დარჩება და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მანამდე, “საბურთალო” თბილისში სამ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს – 19 იანვარს ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე თბილისის “შევარდენთან”, 22 იანვარს ლიგა 3-ის წარმომადგენელ “თბილისი სიტისთან”, ხოლო 27 იანვარს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბოლნისის “სიონთან”.