საქართველოს ნაკრებისა და სერბული „ბორაცის“ კალათბურთელი კორონავირუსის გადატანის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ადრიატიკის ლიგაზე ითამაშა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მორიგ ტურში ბოსნია და ჰერცოგოვინას წარმომადგენელს „იგოკეას“ დაუპირისპირდა და 61:88 წააგო.
დუდა სანაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 7-დან 2 ორქულიანი, ასევე 7-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
14 ტურის შემდეგ, „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში 4 მოგებით და 10 მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება.
კალათბურთი დუდა სანაძის 12 ქულა და მარცხი ადრიატიკის ლიგაში