ლუკაკუმ მოიბოდიშა, ბელგიელი ინტერვიუსთვის 600000 ევროთი დააჯარიმეს

0
63

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ბოდიში მოიხადა Sky Sports-ისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუსთვის, რომელმაც ინგლისში დიდი რეზონანსი გამოიწვიაა. კერძოდ, ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ლონდონურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილია. სხვათა შორის, მას „ჩელსის“ პრესსამსახურისთვის არ უცნობებია, რომ Sky Sports-თან საუბარს გეგმავდა. ლონდონურმა კლუბმა თავის ვებგვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ლუკაკუ ბოდიშს იხდის.
„გული მწყდება, რომ „ჩელსის“ გულშემატკივრებს ვაწყენინე. ბიჭებო, თქვენ იცით რომ  ახალგაზრდობის წლებიდან კლუბთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ამიტომ, თქვენი უკმაყოფილება ჩემთვის სავსებით გასაგებია. რა თქმა უნდა, ახლა ნდობა თავად უნდა დავიბრუნო.
ჩემს ერთგულებას ყოველ დღე დავამტკიცებ ვარჯიშებსა და მატჩებში, გუნდს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარები. ასევე, მინდა მწვრთნელს, პარტნიორებსა და კლუბის ხელმძღვანელებს მოვუბდიშო. ვფიქრობ, ყველაფერი არასაჭირო მომენტში მოხდა. წინსვლა მსურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდმა მოგება ისევ დაიწყოს“ – თქვა ლუკაკუმ, რომელიც კლუბმა ინტერვიუსთვის 600000 ევროთი დააჯარიმა.