თურქული გამოცემა „ფანატიკის“ ცნობით, ირაკლი აზაროვის „ტრაბზონსპორში“ გადასვლა შეფერხდა, თუმცა, ტრაპიზონელებს ტრანსფერის განხორციელება არ გადაუფიქრებიათ.
„მოლაპარაკების დროს „ტრაბზონსპორი“ შეუთანხმდა ბათუმის „დინამოს“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე, მაგრამ შემდეგ გაუგებრობა წარმოიშვა. 19 წლის ფეხბურთელი ტრაპიზონში კონტრაქტზე ხელმოსაწერად ჩავიდა, მაგრამ ბათუმის „დინამომ“ სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გააძვირა. ამის გამო ხელმოწერის ცერემონიალი შეფერხდა“, – გვამცნობს თურქული გამოცემა.
