„ლოკომოტივიდან“ სანდოხაძე, შონია და კირკიტაძე წავიდნენ

0
87

თბილისის „ლოკომოტივში“ შექმნილი არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კლუბი კიდევ სამმა ფეხბურთელმა – მცველმა ნიკა სანდოხაძემ, ნახევარმცველმა თემურ შონიამ და გარემარბმა თორნიკე კირკიტაძემ დატოვა.
27 წლის სანდოხაძე „ლოკომოტივში“ 2014-2016 და 2020-2021 წლებში გამოდიოდა -60 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
31 წლის შონია თბილისელთა რიგებში 2018-2021 წლებში თამაშობდა და 115 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო.
25 წლის კირკიტაძე „ლოკომოტივში“ 2019-2021 წლებში ასპარეზობდა და 63 თამაშში 8 გოლი მიითვალა.