თორნიკე შენგელია – 18 ქულა 20 წუთში და MVP-ის ტიტული

0
101

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა-მ სარატოვის “ავტოდორს” უმასპინძლა და ძალდაუტანებლად 92:65 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო.
შენგელიამ პარკეტზე 20 წუთი დაჰყო. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 18 ქულას, 4 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. შედეგად თორნიკე მატჩის MVP გახდა.