სიმბოლური მესისა და რონალდუს გარეშე

0
28

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა L’Équipe-მა 2021 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.  საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა არგენტინელი ლეო მესი, რომელმაც შარშან კოპა ამერიკა მოიგო და „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდა. სიაში ასევე არაა “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.

მეკარე – ედუარ მენდი (ჩელსი);
მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), ტეო ერნანდესი (მილანი);
ნახევარმცველები – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ჟორჟინიო (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი);
ფორვარდები – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ქარიმ ბენზემა (რეალი).