„თელავი“ გუნდის კაპიტან საყრდენ ნახევარმცველ მიხეილ ბაშალეიშვილისა და შემტევ ნახევარმცველ ირაკლი რუხაძის წასვლის შემდეგ კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კარიერის სხვაგან გაგრძელება ლაშა შერგელაშვილმა და თორნიკე ძოწენიძემ გადაწყვიტეს. 29 წლის შერგელაშვილი „თელავს“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში (34 სასტარტოში) 5 გოლი გაიტანა.
22 წლის ძოწენიძე თელაველთა ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, ხოლო 2021 წელს საქართველოს ჩემპიონატში 27-ჯერ ითამაშა.
მთავარი ნიუსი „თელავიდან“ შერგელაშვილი და ძოწენიძეც წავიდნენ